Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

გაეროს ბავშვთა ფონდისა და თსუ მედიცინის ფაკულტეტის ერთობლივი პროექტის შედეგების პრეზენტაცია

გაეროს ბავშვთა ფონდის და თსუ მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის შესახებ.

2025 წლის 26-27 სექტემბერს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგიონული სამსახურების  სპეციალისტებთან შეხვედრა გაიმართა.

 

აღნიშნული ღონისძიება გაეროს ბავშვთა ფონდისა და თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის დეპარტამენტის პარტნიორული პროექტის ფარგლებში ჩატარდა (პროექტის ხელმძღვანელი პროფ.პაატა იმნაძე). შეხვედრა მიეძღვნა ისეთ აქტუალურ და მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა  გლობალური გამოწვევების, კლიმატის ცვლილებების, ჰაერის, წყლის, პლასტმასის ნარჩენების, ელექტრონული ნარჩენების და სხვ ფაქტორების გავლენა ბავშვთა ჯანმრთელობაზე.

 

გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ექსპერტები მრავალრიცხოვან სამეცნიერო კვლევებზე დაყრდნობით  ხაზგასმით  აღნიშნავენ, რომ ჯანმრთელობის დეტერმინანტებიდან გარემო ფაქტორები უდიდეს გავლენას ახდენს ადამიანის ჯანრთელობაზე, გარემო ფაქტორების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენს ბავშვთ ასაკის მოსახლეობა, რასაც ადასტურებს  ჯანმოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის უახლესი  მონაცემები.

 

შეხვედრაზე თსუ ასოცირებულმა პროფესორმა,  თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ნატო ფიცხელაურმა, ასევე ასოცირებულმა პროფესორებმა მაკა ჯორბენაძემ,  ქეთევან დადიანმა, ლაშა ლორიამ, მოწვეულმა პედაგოგმა ეკატერინე რუაძემ, IT სპეციალისტმა გიორგი სტურუამ და პროფესორმა ნატა ყაზახაშვილმა დამსწრე საზოგადოებას  წარუდგინეს  ახალი ელექტრონული სასწავლო პროგრამა,  სადაც განხილული იყო გარემოს გავლენის საკითხები ბავშვთა ჯანმრთელობაზე.  შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა ნინო ძოწენიძემ.

თარიღი: 28/09/2025